რადიაციის გაზომვა საქართველოში —
Radiometria საქართველო

რადიაციული ფონის ზუსტი გაზომვა თქვენი სიმშვიდისთვის.

ჩვენ ვზომავთ რადიაციულ ფონს თბილისში და მთელ საქართველოში

დატოვეთ განაცხადი

რა უნდა ვიცოდეთ რადიაციის შესახებ?

დასაწყისისთვის, გავარკვიოთ, რა არის რადიაცია? რადიაცია არის იონიზირებული გამოსხივება, რომლის შეგრძნებაც შეუძლებელია ადამიანის ორგანოების მეშვეობით. მისი აღმოჩენა შესაძლებელია სპეციალური ხელაწყოს, დოზიმეტრის საშუალებით. მცირე, კონტროლირებად დოზებში, რადიაცია არ აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას. თითქმის ყველას ერთხელ მაინც გაუკეთებია ფლუოროგრაფია, რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია ან გაუვლია შემოწმება აეროპორტში სასკანერო დანადგარით.

საშიშია რადიაციის უკონტროლო წყაროები, რომლებსაც ადამიანს სისტემატურად უწევს შეხება, მაგრამ არ იცის ამის შესახებ. სწორედ ისინი ხდებიან ადამიანის დასაშვები დასხივების დოზის გადაჭარბების მიზეზი. ადამიანზე გამოსხივების ზემოქმედების შედეგები შეიძლება გამოვლინდეს მცირე დროის შემდეგ ან პირიქით, მხოლოდ ხანგრძლივი ზემოქმედების შემდეგ. ყველაზე ხშირი შედეგებია: კანის დაზიანება, ავთვისებიანი სიმსივნეები, რეპროდუქციული უჯრედების დაშლა.

რადიაციის უკონტროლო წყაროები შეიძლება იყოს ბინაში, მანქანაში ან აგარაკზე და გავლენა მოახდინოს თქვენს და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობაზე.

როდის უნდა მოხდეს რადიაციის გაზომვა?

ჩვენ გირჩევთ გაზომოთ რადიაციული ფონი და იგრძნოთ თავი უსაფრთხოდ (დაზღვეულად), თუ უკვე ფლობთ ან აპირებთ შეიძინოთ:

  • ახალი ან ნახცოვრები ბინა
  • მეორადი მანქანა
  • გარაჟი
  • კონტეინერი
  • მიწის ნაკვეთის
  • სააგარაკე სახლი
  • სამშენებლო მასალების ბინის ან სახლის რემონტისთვის
  • ანტიკვარიატის ნივთების

რა შეიძლება იყოს ბინაში რადიაციის წყარო?

  • უმეტეს შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს აბაზანა და სამზარეულო;
  • კედლები, რომლებიც აგებულია სამშენებლო მასალებით (ბეტონი, ნატეხი ქვა, ქვიშა) ბუნებრივი რადიონუკლიდების მომატებული შემცველობით;
  • ნიჟარები და მაგიდის ზედაპირები ბუნებრივი ქვისგან, იატაკი გრანიტის ფილებით და მრავალი სხვა მოსაპირკეთებელი მასალა;
  • ანტიკვარიატი, ძველი ნივთები;
  • ძველი ტექნიკური მოწყობილობების ელემენტები: ხელსაწყოების სკალები, ტუმბლერები, ნათურები, კვების ელემენტები;
  • სათამაშოები, ტანსაცმელი, კოსმეტიკა და სხვა ნივთები.

რადიაციის დასაშვები დონე, რომელიც დამახასიათებელია ადამიანების ყოველდღიური ცხოვრებისთვის, უდრის 0,22 მიკროზივერტს საათში. ამ მაჩვენებლის გადაჭარბება საშიშია ადამიანისთვის.

დამუხტული ნაწილაკები ახდენენ სერიოზულ ზემოქმედებას ორგანიზმის უჯრედებზე და იწვევენ მათში სახიფათო ცვლილებებს. შედეგები შეიძლება იყოს როგორც უბრალოდ ცუდი შეგრძნება ან თავის ტკივილი, ისე ონკოლოგიური დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, მუტაციები უჯრედულ დონეზე. რადიაციამ შეიძლება განსაკუთრებით ნეგატიურად იმოქმედოს ბავშვებზე, რადგან გამოსხივება ყველაზე ძლიერ ზემოქმედებას ახდენს გასაყოფ უჯრედებზე.

ჩვენი მომსახურება — რას ვზომავთ

ჩვენი აპარტურა ზომავს γ-გამოსხივებას

🏡

უძრავი ქონება

ბინების, სახლების, ოფისების ყიდვამდე ან დაქირავებამდე შემოწმება. თქვენი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის უსაფრთხოება.

🧱

სამშენებლო მასალები

ღორღის, ქვიშის, ცემენტის, გრანიტის, ხის მასალის კონტროლი. მშენებლობის ეკოლოგიური სისუფთავის უზრუნველყოფა.

🗺️

მიწის ნაკვეთები

სამშენებლო ან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რადიაციული მონიტორინგი.

🚗

ავტომობილები

მსუბუქი და სატვირთო ტრანსპორტის ექსპრეს-კონტროლი რადიოაქტიური დაბინძურების არსებობაზე.

რა ღირს ჩვენი მომსახურება?

მომსახურება ფასი
ნივთის / ხელსაწყოს შემოწმება 30 ლარიდან
ბინის შემოწმება 70 ლარიდან
ნაკვეთის / მშენებლობის შემოწმება 100 ლარიდან
კომპლექსური შემოწმება 150 ლარიდან

* არ არის გათვალისწინებული მივლინების ხარჯები

კონტაქტი და განაცხადი

დატოვეთ განაცხადი აზომვისთვის

საკონტაქტო ინფო

🕘 სამუშაო საათები:

09:00 - 18:00

📞 (+995) 597 560 560

📧 info@radiometria.ge

📍: ქ. თბილისი; ვმუშაობთ მთელ საქართველოში